რა ეღირება საქართველოს კანიონებსა და მღვიმეებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის თვიზიტი

გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი დასავლეთ საქართველოს ჰყავდა, განსაკუთრებით დიდი დაინტერესება კანიონებისა და მღვიმეების მიმართ იყო. ჩამონათალი კი ასე გამოიყურება: მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერი, სათაფლია, პრომეთესა და ნავენახევის მღვიმეები. საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კურორტებზე ვიზიტი სხვადასხვა ფასი ეღირება.

რა ეღირება საქართველოს კანიონებსა და მღვიმეებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის თვიზიტი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბილეთი 6-წლამდე ბავშვებისთვის, მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგისა და ტურისტული სააგენტოს გიდებისთვის (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) კვლავაც უფასოა.

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის ფასი შემდეგნაირია:

მარტვილის კანიონი

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის ფასი 12 ლარია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 20 ლარი იქნება, ნავით გასეირნება 20-ლარი ღირს. ოკაცეს კანიონი საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის 12-ლარია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლა 20-ლარი ღირს, ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის – 12 ლარია,
უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი შესვლას 20 ლარად შეძლებენ.

სათაფლია

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის ფასი 10 ლარია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი 20-ლარი.

პრომეთეს მღვიმე

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები 12 ლარია, ნავით გასეირნება, 13 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 25 ლარი ხოლო ნავით გასეირნება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 20 ლარი ეღირება.

ნავენახევის მღვიმე

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები მღვიმის მონახულებას – 8 ლარად შეძლებენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი 12 ლარად. სხვა ყველა მღვიმესა და კანიონზე იქამდე არსებული ფასები უცვლელია.

რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გასულ წელს ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტი სტუმარი პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა და 230 677 შეადგინა. მეორე ადგილზეა მარტვილის კანიონი, მას 228 998 სტუმარი ეწვია, სათაფლიაში ვიზიტორების რაოდენობა 96 956 იყო, ოკაცეს კანიონზე 84 276, ხოლო ნავენახევის მღვიმეში 4 860.