ქალი მძღოლები თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ბოლო პერიოდში, თბილისში ხშირად შეხვდებით ავტობუსებში ქალ მძღოლებს, რაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ უჩვეულოც კი იყო. თუმცა ტენდენცია შეიცვალა და დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 46 ქალი მძღოლია დასაქმებული.

ქალი მძღოლები თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

როგორც აღმოჩნდა კომპანიის მიზანი სწორედ დასაქმებულთა გენდერული ბალანსია, რასაც ეტაპობრივად ახორციელებენ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 2017-2019 წლებში გენდერული საკონსულტაციო პროგრამა განხორციელდა.

„აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი გახდა კომპანიისთვის, რადგან გადამზადდა და დასაქმდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.

ავტობუსის მართვის მოსამზადებელი კურსი ქალებისთვის 2023 წელსაც დაიგეგმა და 25 ქალმა გაიარა გადამზადება“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, განსაკუთრებით ავტობუსებში, ქალი მძღოლების რიცხვი თანდათან იზრდება.