გლდანის VIII მიკრორაიონის N29 კორპუსთან კალათბურთის მოედანი მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამჯერად, კალათბურთის კიდევ ერთი მოედნის მოწყობის სამუშაოები VIII მიკრორაიონში N29 კორპუსთან დასრულდა, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 109 630 ლარი დაიხარჯა.