“ქალაქი პარალიზებულია” – რას წერენ და რა ფოტოებს აქვეყნებენ სოციალურ ქსელში თბილისელები
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, დღეს დაიწყო, რამაც მიმდებაზე ქუჩებზე საცობები შექმნა. სოციალურ ქსელში კი, თბილისის მაცხოვრებლები, უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ფოტოებს აქვეყნებენ.
დიდი დიღომი, დიღმის მასივი, დიდუბე, მარჯვენა სანაპირო და სანზონა, ასეთია უბნების ჩამონათვალი სადაც სამანქანო გზებზე დიდი საცობებია.
შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებში მთლიან გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება. მათ შორის, პროექტის პირველ ეტაპზე, შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა საავტობუსო ზოლები.