ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ტენდერების გამოცხადება გრძელდება
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბათუმისა და ბორჯომის ისტორიული ნაწილის განვითარებასა და განახლებაზე ტენდერები გამოაცხადა.
ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბათუმისა და ბორჯომის ისტორიული ნაწილის განვითარებასა და განახლებაზე ტენდერები გამოაცხადა. პროექტი ბათუმსა და ბორჯომში ტურისტულად მიმზიდველი და ისტორიული არეალების განახლებას ითვალისწინებს.
ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამა 5-წლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა და მესტიის მუნიციპალიტეტებია შერჩეული.
პროგრამის ფარგლებში, ტენდერების გამოცხადება სხვა შერჩეულ მდებარეობებზეც ეტაპობრივად, გაგრძელდება. კერძოდ, ბორჯომის ცენტრალური პარკის განახლებაზე; წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ახალი რეკრეაციის განვითარებაზე; ზუგდიდის ახალი ბულვარის მოწყობაზე.
შეგახსენებთ, რომ ახალი პროგრამის განხორციელებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.