კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა
დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში, მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.
პროექტის ფარგლებში სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდს სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სეზონზე, დედაქალაქში გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოსაწესრიგებლად ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს შესაბამისი სამსახურები, რადგან თბილისელების დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის და დისკომფორტიც ნაკლებად იგრძნობა. ყოველ ახალ სეზონზე, ძირითადი სამუშაოები სწორედ ზაფხულის სეზონზე იგეგმება.