ფოტოფაქტი-კახეთში გაიხსნა გლემფინგი, რომლის ნომრის ღირებულება 600 ლარია

კახეთში, "ბაკურციხის კომპლექსი ჰორიზონტები" გაიხსნა, რომელიც მოდულურ გლემფინგ ფორმატისაა. ამერიკულმა კომპანიამ ლოკაციად ხეობისა და კავკასიონის ქედის წარმოუდგენლად ლამაზი ხედების ფონზე აირჩია. ყურადღება მდებარეობის ფოტოგენურ ბუნებაზე გაამახვილა. მზის ამოსვლა და ჩასვლა ტერასიდან, ღამის განათება, პეიზაჟი-ნებისმიერ სტუმარს ფოტოების გადაღების სურვილს გაუჩენს.

Horizons of Bakurtsikhe-ს ექვსი მოდულური ბინა აქვს, რომელიც წლის ნებისმიერ დროს საცხოვრებლადაა განკუთვნილი: არის კონდიციონერი, გათბობის იატაკი, დამატებითი საბნების კომპლექტი, საშხაპე. გარდა ამისა, ოთახები აღჭურვილია ბუტიკ სასტუმროს სტანდარტების მიხედვით: საშხაპე კეთილმოწყობა, ყავის აპარატი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, განათების კონტროლი, მუსიკის დინამიკი.

ფოტოფაქტი-კახეთში გაიხსნა გლემფინგი, რომლის ნომრის ღირებულება 600 ლარია
ფოტოფაქტი-კახეთში გაიხსნა გლემფინგი, რომლის ნომრის ღირებულება 600 ლარია
ფოტოფაქტი-კახეთში გაიხსნა გლემფინგი, რომლის ნომრის ღირებულება 600 ლარია

ოთახები ხეობას გადაჰყურებს პანორამული ფანჯრებით. მოდულების განთავსება ხდება ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მეზობელებს:

ფოტოფაქტი-კახეთში გაიხსნა გლემფინგი, რომლის ნომრის ღირებულება 600 ლარია
ფოტოფაქტი-კახეთში გაიხსნა გლემფინგი, რომლის ნომრის ღირებულება 600 ლარია
ფოტოფაქტი-კახეთში გაიხსნა გლემფინგი, რომლის ნომრის ღირებულება 600 ლარია
ფოტოფაქტი-კახეთში გაიხსნა გლემფინგი, რომლის ნომრის ღირებულება 600 ლარია

“ჩვენს თითოეულ პუნქტში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვქმნით თავგადასავლების მენიუს. ჩვენ არ ვიზიდავთ მსხვილ კომერციულ ორგანიზაციებს, ვპოულობთ რეგიონისა და ჩვენი ბიზნესის ნამდვილ გულშემატკივრებს და ვხვდებით, როგორ მივცეთ სიყვარული ჩვენს სტუმრებს,” განუცხადა Kalaki.ge-ს. გლემფინგის ადმინისტრაციამ.

”ჩვენ ადგილზე გვყავს რეგიონიდან ადგილობრივებით შექმნილი გუნდი. ეს ჩვენთვის ფუნდამენტური პუნქტია: ჩვენ გვინდა შევქმნათ სამუშაო ადგილები რეგიონებში და მივცეთ სტუმრებს საშუალება, გაეცნონ ადგილს და მის კულტურას ყველა ასპექტში.”

ორკაციან ბინაში ერთი ღამის ფასი, კომპლექსის ვებგვერდის მიხედვით, 300-დან 600 ლარამდე მერყეობს. Horizons-ის წარმომადგენლის თქმით, პირველი დამსვენებლები არა მხოლოდ უცხოელი ტურისტები, არამედ საქართველოს მოქალაქეები არიან.

გლამპინგი სტუმრებისთვის აწყობს “თავგადასავლების მენიუს რეგიონში” რომელშიც შედის: დეგუსტაცია, ღვინის ქარხნები, სამზარეულოს გაკვეთილები, ლაშქრობა, გასეირნება ისტორიულ ადგილებში. თბილისში მოგზაურობა ოთხსაათიანი ექსკურსიით 210 ლარი ეღირება, ხოლო კახეთის გასტრონომიული ტური ერთდღიანი პერსონაზე 900 ლარი ღირს.

ფოტოფაქტი-კახეთში გაიხსნა გლემფინგი, რომლის ნომრის ღირებულება 600 ლარია