ქუთაისის მთავარ ბულვარში კაფე-ბარი “სავანე” დაანგრიეს დემონტაჟის პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ძველი კაფე, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით დემონტაჟი გვიან ღამით მძიმე ტექნიკით მოხდა. ადგილზე მისულმა მფლობელებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

ქუთაისის მთავარ ბულვარში კაფე-ბარი “სავანე” დაანგრიეს დემონტაჟის პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

სავანეს” მეპატრონეები აცხადებენ, რომ ეს მერიის მხრიდან უკანონო ქმედებაა, რადგან საქმე სააპელაციო სასამართლოშია, აღსრულების პოლიციამ კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იმოქმედა.

დემონტაჟის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 16 ნოემბერს მიიღო.
ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის ობიექტის დემონტაჟის საკითხზე სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა.

მანამდე კი, 4 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.