ფოთლები, ნარჩენები, პოლიეთილინი და სხვა ყველაფერი ერთად თბილისის ცენტრალურ ნაწილში დაწვეს-კადრები სოციალური ქსელიდან
სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ვიდეო, სადაც მოქალაქეები ქუჩაში სხვადასხვა სახის ნარჩენებს წვავენ. ამჯერად კადრები უნივერსიტეტის ქუჩაზეა გადაღებული.
ფოთლების, თივის, პლასტმასას და სხვადასხვა შეფუთვის, რეზინის, შეღებილი ფიცრებისა და სხვა ნარჩენების დაწვის დროს ჰაერში გამოიყოფა მომწამვლელი აირები. ისინი ვრცელდება ასობით მეტრის მანძილზე, ამიტომ ერთი კოცონის ბოლმაც კი შეიძლება რამდენიმე ადამიანი მოწამლოს.
ნარჩენების წვის რამდენიმე კერის მიერ ჰაერის დაბინძურდება ზოგჯერ უტოლდება ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეულ ზიანს. ბოლი ბავშვებისთვის 6-ჯერ უფრო უფრო საზიანოა, ვიდრე უფროსებისთვის. ის განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის, სხვადასხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის და მოხუცებისთვის. მიკრონაწილები, რომლებიც წვისას გამოიყოფა, ღრმად აღწევს ფილტვებში და დიდხანს, ზოგჯერ წლობით რჩება. ამის გამო ადამიანმა შესაძლოა ნაკლები რაოდენობის ჰაერის ჩასუნთქვა შეძლოს. ისინი ასევე იწვევს ხველას, ტკივილს გულ-მკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობას, სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებებს, განსაკუთრებით მოქმედებს ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანებზე, მოხუცებზე და ბავშვებზე. ბოლი ბავშვებისთვის 6-ჯერ უფრო უფრო საზიანოა, ვიდრე უფროსებისთვის.” აღნიშნულ ტექსტს ის მოქალაქე ავრცელებს, ვინც კადრები გადაიღო.
აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა მსგავსი ქმედება სამოქალაქო თვითშეგნებამდე დადის. სხვაგვარად, მუდმივი კონტროლი შეუძლებელია.