„ჯავშნების 20% გაუქმდა“ – ტუროპერატორი შავი ზღვისპირეთში დასვენებაზე

კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების თემა აქტუალობას არ კარგავს. მიუხედავად სპეციალისტების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომლის მიხედვითაც საქართველო ამ ეტაპზე რისკ ზონაში არ არის, მოსახლეობის ნაწილში პანიკა გრძელდება. შედეგად, ბიზნესი აცხადებს, რომ ჯავშნები აჭარის მიმართულებით მასობრივად უქმდება.

„ჯავშნების 20% გაუქმდა“ – ტუროპერატორი შავი ზღვისპირეთში დასვენებაზე

“ძირითადად ჯავშნები უქმდება ევროპიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან. ევროპელ ტურისტებს შეეშინდათ შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოსვლა, თუმცა, ჩვენ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს, ვცდილობთ, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გვაქვს.”-აცხადებს ტურისტული კომპანია „თრეველ ჯორჯია ვანის“ ბიზნეს დეველოპერი ვახტანგ ქართველიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია საზოგადოებაში ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით პანიკაა, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტრომ არაერთი განცხადება გააკეთა,რომ ეკოლოგიური მდგომარეობა ამ ეტაპზე საგანგაშო არაა.