ჯარიმები იზრდება-რა ბედი ელით ავტომობილების მძღოლებს ვინც ზამთრის

"ავტომობილის ყოლა მალე დიდი ფუფუნება იქნება"-ასე ეხმაურებიან მოქალაქეები სახელმწიფოს ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ზამთარში შესაბამისი საბურავების გარეშე გადაადგილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება. ასევე შესაძლოა აუცილებელი გახდეს, ზამთარში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები საბურავებზე.

ჯარიმები იზრდება-რა ბედი ელით ავტომობილების მძღოლებს ვინც ზამთრის

საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. სამართალდამრღვევი პირი, 100 ლარით დაჯარიმდება. ინიციატივის განხილვა, საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი, ჯარიმის დაწესებას უარყოფითად აფასებს, ვინაიდან დედაქალაქში არსებული საავტომობილო ჯარიმები, ისედაც გაორმაგებულია.