რამდენი მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფოში უბილეთო მგზავრობისთვის დაჯარიმებული მოსახლეობის გადასახადით?
მუნიციპალურ ტრანსპორტში, უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის სახით გადასახდელი თანხა 20 ლარია, იმ შემთხვევაში თუ ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღეში არ მოხდა საურავი 40 ლარით იზრდება.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 3,087,325.53 ლარი შევიდა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში მოსახლეობის მიერ ჯარიმების სახით შესული თანხა წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია.