2-ოთახიანი აპარტამენტი თბილისის ცენტრში, რომელიც $153 000-ათასი ღირს
თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე 2-ოთახიანი აპარტამენტი იყიდება, რომელიც 153000 დოლარი ღირს. აპარტამენტის ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე 2,250 დოლარი გამოდის.
ორ ოთახიანი აპარტამენტი 85 კვმ-ია, სახლს აქვს ორი საძინებლი და ერთი სააბაზანო. მყუდრო საცხოვრებელს მეპატრონემ ნათელი ფერები შეურჩია, რაც საერთო ჯამში მეტ სინათლეს აძლევს და სივრცეც მეტად აღქმადია.
აპარტამენტიდან ლამაზი ხედი იშლება. ის 19 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მე-11 სართულზეა.