ივნისში ქირა წლიურად 43.3%-ით გაიზარდა
2023 წლის ივნისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 7.2%-ით გაიზარდა და 253.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს (+18.2 წ/წ) ჰქონდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2023 წლის ივნისში, ფასები (აშშ დოლარში) ყველაზე მეტად გაიზარდა პირველად ბაზარზე, დეველოპერების მიერ გაყიდულ პროექტებში (+28% წ/წ), რაც მეორად ბაზარზე ფასების ზრდის მოლოდინებს ქმნის. ამასთან, ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა დიდუბესა (+41.0% წ/წ) და ნაძალადევში (+31.8% წ/წ).
რაც შეეხება ქირას, კვლევის თანახმად, 2023 წლის ივნისში, უძრავი ქონების ქირა კვლავ მაღალი დარჩა და წლიურად 43.3%-ით გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპს შემცირების ტენდენცია აქვს 2023 წლის აპრილიდან.