თბილისში, ივერთუბნის დასახლების 32 მისამართზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები მოეწყო
ივერთ უბანში, 32 მისამართზე, რომელზეც 1000-მდე მოსახლე დაერთდება წყალარინების ქსელი მოეწყო.
თბილისში არის უბნები, სადაც არანაირი კომუნიკაციები არ არსებობს, აქვე უნდა ითქვას, რომ ივერთუბანშიც ამ დრომდე არ ასებობდა კომუნიკაციები და მოსახლეობას ბევრი საყოფაცხოვრებო საკითხის გადაჭრა თავად უწევდა. მნიშვნელოვანია, რომ ორი წლის წინ ამავე დასახლებაში, წყალარინების ქსელის გამართული მუშაოებისთვის, სატუმბი სადგური მოეწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე ეტაპობრივად მოხდება ყველა საჭირო კომუნიკაციების მოწყობა.