როდის დასრულდება იუსტიციის სახლის მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი და რას ამბობს ექსპერტიზა

ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც იუსტიციის წინ მდებარე საფეხმავლო ხიდის ეხება წერია, რომ ის მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება.

როდის დასრულდება იუსტიციის სახლის მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი და რას ამბობს ექსპერტიზა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი
სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები. ამასთან, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-
რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად, ნაგებობის სრულ დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მერიის განმარტებით, საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება უწყებამ მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.