ექსპერტების დასკვნის მიხედვით იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს
"საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც, ფაქტობრივად, ხიდის სრულ დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს." - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა მარტში გააკეთა, ამ დროისთვის კი შესაბამისი სამსახურები, ხიდის სრულ დემონტაჟს ახორციელებენ.
კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეითთა გადასასვლელები და შუქნიშნებია მოწყობილი, ხიდი კი უფუნქციო გახდა.
„იუსტიციის სახლთან მოწყობილია ქვეითთა გადასასვლელები, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, განხორციელდეს იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.