იუსტიციის სახლი ევაკუირებულია-შენობაში ბომბს ეძებენ
თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.
იუსტიციის სახლის განცხადებით, პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, თანამშრომლების ევაკუაცია დაუყოვნებლივ მოხდა.
“„გაცნობებთ, რომ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.
მომსახურების მიღება, ასევე შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან.
თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.
აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ -112-ს გადაეცა.
პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.
სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ, დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია იუსტიციის სახლის გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებას, შემთხვევაზე ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.