იცით რატომ დაისეტყვა საბურთალო?-სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება

კადრზე ასახულია საბურთალოს ერთ-ერთ ქუჩაზე სტადიონზე თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურა.

იცით რატომ დაისეტყვა საბურთალო?-სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება

სოციალური ქსელის მომხმარებელი ფოტოს თან სატირულ წარწერას ურთავს.

“თუ გაინტერესებთ საბურთალო რატომ დაისეტყვა, აი ისევ ეს მოგვიწყვეს სახლის წინ სტადიონზე და იმიტომ, საბურთალოელთა დაჟინებული თხოვნით დაისეტყვა. ისე აქ რო ირუჯებიან და მერე ვინმე კითხავთ ასე სად გაირუჯეო, რას პასუხობენ ნეტა, ვერ დავიჯერებ რო სტადიონზეო თამამად პასუხობენ.” წერს ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ბოლო პერიოდში ჰაერის დაბინძურება ნორმაზე მეტი ფიქსირდება, რაზეც გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ცოტა ხნის წინ განცხადებაა გააკეთა.