“ისთ ფოინთი” 20მლნ-იანი ინვესტიციით მეორე ფაზის მშენებლობას იწყებს
20მლნ ლარის ინვესტიცია, 15 000 კვადრატულ მეტრზე, 700-ზე მეტი საპარგინგე ადგილი, ახალი მაღაზიები და გასართობი სივრცეები, ასეთი იქნება ახალი პროექტი, "ისთ ფოინთის" მეორე ფაზა.
ინფორმაციას ახალი პროექტის შესახებ, ბიზნეს მედია საშუალება “ბი ემ ჯი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პროექტის განხორციელება 2019- წლიდან იყო დაგეგმილი, თუმცა კოვიდ-პანდემიამ შეაფერხა. “ჩვენმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ისთ ფოინთის” პროექტის ფარგლებში გავფართოვდეთ და მეორე ფაზის მშენებლობას ვიწყებთ. ვაშენებთ 15 000 კვ.მ. ტერიტორიაზე. ეს პროექტი თავდაპირველად ჩვენ 2019 წელს გვქონდა, თუმცა პანდემიამ შეგვაფერხა, მაგრამ დადებითმა პროგნოზებმა მოგვცა საშუალება უკვე დავიწყოთ მშენებლობა. პრინციპი იქნება იგივე, რაც “ისთ ფოინთს” აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 20 მლნ დოლარის ინვესტიციაზე, რაც შეეხება თარიღს, ზუსტ დღეს ვერ ვასახელებთ, თუმცა მშენებლობას დაახლოებით 2 წელი მაინც დასჭირდება. აშენდება ერთიანი სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნება, როგორც საერთაშორისო ბრენდები, ასევე კვების ობიექტები. დღეს რთულია დავასახელო კონკრეტული ბრენდი, რომელიც ახალ სივრცეში გამოჩნდება, თუმცა გეტყვით, რომ ინტენსიურად მიდის ახალ ბრენდებთან საუბარი, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არიან“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრი 72.000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, ის აერთიანებს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს. ტერიტორიაზე ამჟამად, ავტომობილებისთვის 3000 საპარგინგე ადგილია. ვინაირან “ისთ ფოინთი-ს” ერთ სივრცეში შესაძლებელია, შოპინგი და დასვენება, აქვეა სივრცეები ბავშვებისთვის, ამიტომ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიას უქმეებზე, განსაკუთრებით ბევრი ადამიანი სტუმრობს.