თელავივი-თბილისი, რამდენი რეისი შესრულდება ორ ქვეყანას შორის-ორი დღის განრიგი

ისრაელში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბოლო დღეება საზოგადოების ყურადღება ორ ქვეყანას შორის ფრენებზეა მიმართული. ნახეთ ბოლო ორი დღის განრიგი ისრაელი-თბილისის მიმართულებით.

თელავივი-თბილისი, რამდენი რეისი შესრულდება ორ ქვეყანას შორის-ორი დღის განრიგი

ფრენების შესახებ ინფორმაციას TAV Georgia აქვეყნებს.

12 ოქტომბრის განრიგი ასეთია:

21:10 – თელავივი-თბილისი – ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2700;

22:30 – თელავივი-თბილისი – ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 417; (სავარაუდოდ, რეისი შესრულდება 4-საათიანი დაგვიანებით)

23:00 – თბილისი-თელავივი – ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 418;

13 ოქტომბრის ფრენების განრიგი:

00:35 – თელავივი-თბილისი – ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5109;

01:40 – თბილისი-თელავივი – ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5110;

06:15 – თბილისი-თელავივი – ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2695;

12:40 – თელავივი-თბილისი – ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 26

შეგახსენებთ, რომ ისრაელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ორ ქვეყანას შორის მგზავრობის გაზრდილმა ტარიფმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ამასთანავე,ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ Georgian Airways-ი მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო დღეებში, შესაძლოა, 13-15 ოქტომბერს ისრაელიდან დამატებითი რეისები დაინიშნოს.