დღეიდან ორი თვის მანძილზე საბურთალოზე, იოსელიანის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
საბურთალოზე, პ. იოსელიანის ქუჩაზე, დღეიდან საგზაო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობა სრულიად შეიზღუდება.
პროექტის ფარგლებში, 2900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის სფარი დაიგება. ავტომობილების გადაადგილება კი, შესაძლებელი იქნება, პარალელური – ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით.
პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.