საბურთალოს რაიონში, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია
2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები და პანდუსები - ასეთია დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგი, რომელიც საბურთალოზე იოსელიანის ქუჩაზე მიმდინარეობდა და რის გამოც გარკვეული პერიოდით მოძრაობა იკრძალებოდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული პროექტი, კი კომპანიამ „ლ ენდ ლ“ განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ იოსელიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.