თბილისში, სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება – გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება
გახოკიძის უჩას, რომელიც სამგორის რაიონში მდებარეობს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, რადგან მძიმე მდგომარეობაშია.
„აღნიშნულ ქუჩაზე, ბოლო წლების განმავლობაში მოძველებული და
ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები გზის სავალ ნაწილს აზიანებდა და უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, რაც გადაადგილებისას დიდ დისკომფორტს ქმნიდა. პირველი, რაც გაკეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლებაა.
გზაზე არსებული უმძიმესი მდგომარეობაც გამოწვეულია კომუნიკაციების უვარგისობით. დაახლოებით, სამ კილომეტრამდეა აღნიშნული ქუჩა. პირველ ეტაპზე კომპანია GWP იმუშავებს და შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქუტურის მოწყობა. აქაც იგივე დამოკიდებულება გვექნება. ჩვენი მიდგომაა, რომ ახალი დიზაინის ქუჩები შეიქმნას. ეს პროექტიც ამ დიზაინით განხორციელდება. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სამუშაოები 12 ივლისს დაიწყება და ცხრა თვეში დასრულდება“, – განაცხადა კახა
კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილებებზეც ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით, შესაბამის სამსახურებს მოსახლეობის სრული ინფორმირება დაავალა. „ამ პერიოდში, ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის
გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით შეძლებენ მოძრაობას.