googl-ის საძიებო სისტემაში მალე ქუთაისის აეროპორტამდე დანიშნული ავტობუსების მარშრუტის გაჩერებები სრულყოფილად აისახება

ინოვაცია, რომელიც ქუთაისის აეროპორტში მალე ამოქმედდება. googl-ის საძიებო სისტემაში მარშრუტის და ავტობუსის გაჩერებები აისახება.

googl-ის საძიებო სისტემაში მალე ქუთაისის აეროპორტამდე დანიშნული ავტობუსების მარშრუტის გაჩერებები სრულყოფილად აისახება

ქუთაისი-აეროპორტი-ქუთაისის მიმართულებით სამი უახლესი SHUTTLE BUS 28 მარტიდან მოძრაობს. Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები აეროპორტების გაერთიანებამ შეისყიდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შატლები ამჟამად დღე-ღამის განმავლობაში, ყოველ 2 საათში ერთხელ მოძრაობენ. სწორედ ეს მართუტები აისახება ტურისტებისთვის googl-ის საძიებო სისტემაში, რაც გადაადგილებას კიდევ უფრო გააიოლებს.