რა ეტაპზეა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

"აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო." - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კალაძის ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილზე, ახალი ხიდიდან ბაგებისკენ მიმავალი გზა, დოლიძის ქუჩამდე, უკვე ქვედა ფენებშია მოქცეული.

რა ეტაპზეა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

“ამ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია. ასევე, სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გაზის მილების შეცვლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ახალი საპარკინგე ადგილები და ტროტუარები მოეწყობა, რათა ფეხით გადაადგილება კომფორტულად იყოს შესაძლებელი. ახალი მიწისქვეშა ურნები განთავსდება და განათების ბოძები დამონტაჟდება. ელექტროგადამცემი სადენები მთლიანად მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი. პროექტი ოქტომბრის დასაწყისში მთლიანად დასრულებული იქნება“, – ამბობს, დედაქალაქის მერი.

აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, რამდენიმე მისამართზე დასრულებულია ფერდის დამცავი კედლების მოწყობა, ზოგან კი კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები. პროექტის ბოლო ეტაპზე კიდევ ერთი ფენა ასფალტის საფარი დაიგება.