ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გლდანში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
გლდანის რაიონში წყალარინების ქსელი რამდენიმე მისამართზე იცვლება, პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერიის ინორმაციაში ნათქვამია, რომ: “წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ამჟამად, 23 მისამართზე დასრულდა, ხოლო სამ მისამართზე კვლავ მიმდინარეობს. სამუშაოები III ა მიკრორაიონის N15ა კორპუსში ექვსივე სადარბაზოში
ხორციელდება, სადაც, ქსელი დაახლოებით, 421 გრძივ მეტრზე იცვლება და აღნიშნულისთვის 102 587 ლარი დაიხარჯება. ასევე, სამუშაოები მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N35 კორპუსთან მიმდინარეობს, სადაც შიდა და გარე ქსელი რვავე სადარბაზოში დაახლოებით, 755 გრძივ მეტრზე იცვლება და აღნიშნულისთვის 195 730 ლარი დაიხარჯება.”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.