ვაკის რაიონში, ავალიშვილის ქუჩის N8-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელი ეწყობა

დედაქალაქში საზაფხულო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ვაკის რაიონში, ავალიშვილის ქუჩის N8-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელი ეწყობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გარკვეული პერიოდი აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა იყო შეზღუდული, თუმცა რადგან სამუშაოების პირველი ექაპი დასრულდა, მოძრაობა აღდგა და პროექტი განხორციელების მეორე ეტაპზე გადავიდა.

ვაკის რაიონში, ავალიშვილის ქუჩის N8-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელი ეწყობა

„ამ დროისთვის, კორპუსებს შორის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მილების და ჭების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქსელის ჯამური სიგრძე 145 გრძივ მეტრს შეადგენს. ამისთვის სრულად გადაიკეტა კორპუსებთან მისასვლელი გზა და ადგილობრივი მცხოვრებლები ალტერნატიული გზით სარგებლობენ. სამუშაოები 09:00-დან 23:00 საათამდე ხორციელდება. სანიაღვრე ქსელის მოწყობის პროექტი 15 სექტემბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის საფარი დაიგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.