ინდოეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

ავიაკომპანია Indigo პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის, 31 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისათვის ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი, 58 კი – საერთაშორისოა.