იმერელი ბებოს ხაჭაპური-კედლის მხატვრობა ქუთაისიდან, რომელიც საოცარ ემოციებს იწვევს
ქუთაისში, ფელიქს ვარლას ქუჩის ძველი სახლის კედელი ხელოვანმა საშა კორბანმა მოხატა. სახლის კედელზე ასაკოვანი ქალბატონია გამოსახული, რომელიც ხაჭაპურს ამზადებს.
ფოტომ ემოციები მოჰგვარა საზოგადოებას და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა სოციალურ ქსელში.
უნდა ითხვას, რომ ნახატი იდეალურადაა შესრულებული და სახლის მთლიანი კედელი უკავია, ისე, რომ გამვლელებს თავლში მოხვდებათ ქუჩის მხატვრობა.
როგორც ირკვევა, მხატვარი ეროვნებით უკრაინელია და მან ერთ-ერთი იმერეთში მცხოვრები ასაკოვანი ქალბატონის ფოტო აიღო ინსპირაციად. ადგილობრივების თქმით, ხელოვანი წვიმასა და დარში განუწყვეტლივ მუშაობდა, ნახატის დასრულებამდე.