ძველ თბილისში “ილუზიების მუზეუმის” ფართი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე იყიდება
914 250 ლარი, ასეთია თანხა რომლის სანაცვლოდაც "ილუზიების მუზეუმის ფართი იყიდება. შენობა, თბილისის ძველ ნაწილში კერძოდ ბეთლემის #10-ში მდებარეობს.
„ილუზიების მუზეუმის“ ფართს, აღსრულების ეროვნული ბიურო ყიდის.
აუქციონის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, არაკომერციული ფართი 80.55 კვ.მ ანტრესოლს და 81.29 კვ.მ ნახევარსარდაფს მოიცავს.
„ფართში განთავსებულია ორგანიზაცია ილუზიების მუზეუმი: ანტრესოლის ფართი – 80.55 კვ.მ განთავსებულია შენობის პირველ სართულზე და შესასვლელი აქვს ქუჩიდან. აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია ილუზიების მუზეუმის მოქალაქეთა მიღების სივრცე. ანტრესოლის ფართი შუაში გამიჯნულია კედლით, რომელიც ფართს ყოფს ორ ნაწილად. ერთ ნაწილში როგორც აღინიშნა განთავსებულია მოქალაქეთა მიღების სივრცე, ხოლო მეორე ნაწილში მდებარეობს კიბის უჯრედი, რომელიც ანტრესოლის ფართს აკავშირებს ნახევარსარდაფის ფართთან.
ნახევარსარდაფის ფართი – 81.29 კვ.მ განთავსებულია შენობის სარდაფის სართულზე. აღნიშნული ფართი გამიჯნულია სამ ნაწილად ერთ ნაწილში განთავსებულია კიბის უჯრედი, მეორე ნაწილში ე.წ ,,კალეიდოსკოპი“ (სივრცე სადაც შექმნილია გალაქტიკის ილუზია) და მესამე ნაწილში განთავსებულია სასაწყობე ფართი.
აღსანიშნავია, რომ ნახევარსარდაფისა და ანტრესოლის ფართი არ არის გამიჯნული კედლებით, შენობაში არსებული ფართისგან. შესაბამისად აღნიშნული ფართები არ წარმოადგენს დამოუკიდებელ და იზოლირებულ სივრცეს“, – ნათქვამია უძრავი ქონების აღწერილობაში.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა განსაკუთრებით თინეიჯერებში.