დანგრეული, იერსახეშეცვლილი თუ რესტავრირებული უძველესი ნაგებობები, დეტალები, რომლის წყალობითაც ძველი თბილისის გემოს შეიგრძნობთ - აქ თითოეული ძველი შენობა მართლაც, რომ შთამბეჭდავი, მიმზიდველი და უნიკალურია.

“ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციულად მკვიდრი თბილისელები ცხოვრობენ და რომელიც ცნობილია ძველმოდური სახლებითა და სადარბაზოებით. ეს უბანი უფრო მიმზიდველი მას შემდეგ გახდა, რაც ამ უბნის მთავარი გამზირის, აღმაშენებლის რესტავრაცია დასრულდა და ძველი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზე კი ჰოსტელი, კაფეები, ბარები და მაღაზიები გახსნეს. აქ ახალგაზრდა კრეატიული ადამიანები და ტურისტები იკრიბებიან და ღამით ცოცხალ მუსიკას უსმენენ”, – სულ რამდენიმე წლის წინ, საერთაშორისო გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის ავტორებმა ე.წ „პლეხანოვი“, სწორედ ასე აღწერეს.

Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება

Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი უბნების ნუსხაში სწორედ “პლეხანოვი” დაასახელა. გამოცემის მიერ შედგენილ რეიტინგში თბილისის ეს უბანი, ბარსელონის სანტასთან, ამსტერდამის ნოორდთან, ათენის კერამიკოსთან და კარტახენის გეთსემანიასთან ერთად მოხვდა.

თბილისის უბანი, რომელიც ყოველთვის ხალხმრავალია და რომელიც ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველ ადგილად იქცა.

Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება
Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება
Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება
Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება
Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება

2016 წელს, “საყდრისის საზოგადოებრივმა კომიტეტმა” უზნაძის ქ. #14-ში თბილისის არქეოლოგიური ცენტრის გასხვისება გააპროტესტა. ჯერ კიდევ მაშინ “საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის” წევრებმა აღნიშნეს, რომ ქალაქის ცენტრალურ უბანში, მდებარე შენობის გარემონტებაზე მთავრობამ უარი განაცხადა და მისი გასხვისება იგეგმებოდა. მათივე განმარტებით, არქეოლოგიური ცენტრისა და იქ მომუშავე ათობით მეცნიერის ბედი გაურკვეველი რჩებოდა. ასევე უცნობი იყო, რა ელოდა ცენტრის საცავებს.

Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება

სულ ორი წლის თავზე საზოგადოებამ შეიტყო, რომ არქიტექტურის სამსახურმა უზნაძის ქუჩაზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის დემონტაჟზე ნებართვა გასცა. მაშინ არქეოლოგიის ცენტრის შენობის ადგილას მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა. არქოლოგიის ცენტრის დემონტაჟის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკმაყოფილება მოჰყვა.

როგორც “ლიბერალი” წერდა, რეესტრის მიხედვით, შენობა სახელმწიფომ 2017 წლის 12 დეკემბერს გაყიდა და მისი მფლობელი შპს „ბეტა ჯგუფი“ იყო. მიწის ნაკვეთის ფართობი 2796 კვ. მ-ს შეადგენდა. მფლობელს შენობის დემონტაჟისთვის ვადად კი 27 აგვისტოდან, 2018 წლის 27 თებერვლამდე ჰქონდა განსაზღვრული.

ასევე ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევებშიც აღნიშნული იყო, რომ უზნაძის ქუჩის განაშენიანება მნიშვნელოვანი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებისა და ისტორიული ობიექტებისგან შედგება. მათ შორის იყო უზნაძის #14-ში მდებარე ნაგებობაც, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აშენდა. შენობა კი ამპირიულ-კლასიცისტური სტილის გახლდათ.

Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება

კულტურული მემკვიდრეობის პორტალიდან ვიგებთ, რომ ძველი აგურით ნაგები შენობა სამსართულიანი იყო, ქუჩისკენ მიმართული ფასადი კი შელესილი და შეღებილი. შენობის მარჯვენა ნაწილში სადარბაზოს ხის კარი იყო გაჭრილი. პირველი და მეორე სართულის სარკმლის სწროკუთხა ღიობებს საპირე, იმპოსტი, იმპოსტის ქვემოთ ნაძერწი გირლიანდები და სარკმლის ქვედა ნაწილში ფესტონებიანი სწროკუთხა, დეკორატიული ნიში ამკობდა. მესამე სართული კი გადაკეთების კვალს ატარებდა. აქაც სარკმლების თანაბარზომიერი რიტმი იგრძნობოდა, თუმცა მათი შემკულობა უფრო სადა გახლდათ, კედლის სიბრტყეც ნაკლებად დატვირთული. შენობის ფასადი დაზიანებული იყო, მის იერსახეზე, გარკვეულწილად, მოქმედებდა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დროს დამონტაჟებული კონდენციონერები.

აღსანიშნავია, რომ შენობიდან ბათქაშიც ცვიოდა და ფასადის დეკორატიული გაფორმება რესტავრაციას საჭიროებდა. შენობის ეზოში მოხვედრა ლითონის ჭიშრკიდან და ასევე ფასადზე გაჭრილი მთავარი შესასვლელიდან იყო შესაძლებელი.

შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქუჩის/ქალაქის ისტორიული იერსახის შექმნაში. მნიშვნელოვანი იყო ასევე, მისი როლი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითაც.

Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება
Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება
Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება

თუმცა უზნაძის #14-ში, XX საუკუნეში აშენებული შენობა, რომელიც თბილისის ისტორიული იერსახის შექმნაში არსებით როლს თამაშობდა, აღარ არსებობს – აქ ახლა Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო და ბოლო ინფორმაციით 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ვადა კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად კომპანია პირობას დებს, რომ ის 2025 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.

Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება

მშენებლობის დასრულების ვადის გახანგრძლივების შესახებ ხელშეკრულება ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ქონების მფლობელ შპს “ბეტა ფროფერთიზ”-ს შორის 2023 წლის ზაფხულში გაფორმდა, რის შემდეგაც არქიტექტურის სააგენტომ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების უფლება გასცა.

ახალი მრავალფუნქციური სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობა, რომელიც არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის ადგილას ხორციელდება, არანაკლებ 120 სასტუმროს ნომერს, მინიმუმ 25 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს და არანაკლებ 7.5 დოლარის ლარის ინვესტიციას გულისხმობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ 18 მილიონ დოლარს შეადგენს. შპს “ბეტა ფროფერთიზ”-ის მფლობელი კი „ბეტა ჯგუფია“, რომელი 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნდა.

Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება
Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება

რაც შეეხება Ibis Budget-ის მეორე სასტუმროს – Ibis Budget Concert Hall 2022 წლიდან გ.ახვლედიანის ქ.#22-ში ფუნქციონირებს. 5-სართულიანი შენობა 4 700 მ2 -ზეა განთავსებული. სასტუმრო 158-ნომრიანია და მას საკუთარი კეთილმოწყობილი ეზო, საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი სივრცეები აქვს.

ამ პროექტის ჯამური ბიუჯეტი – 8.2 მილიონი აშშ დოლარი გახლავთ, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებულია.

Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო არქეოლოგიის ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად – მრავალფუნქციური კომპლექსი 2025 წელს გაიხსნება

საერთაშორისო ბიუჯეტური ბრენდი Ibis Budget-ი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 23 ქვეყანაში, 63, 783 ნომრით, 636 სასტუმროს აერთიანებს.