როდის გაიხსნება უზნაძის ქუჩაზე Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმრო
თბილისში, უზნაძის N14-ში Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო და ბოლო ინფორმაციით 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. მშენებლების დადებული პირობა რამდენჯერმე შიცვალა, საბოლოოდ კი 2025 წლის 31 დეკემბერი ჩაინიშნა გახსნის თარიღად.
ახალი მრავალფუნქციური სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობა, რომელიც არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის ადგილას ხორციელდება, არანაკლებ 120 სასტუმროს ნომერს, მინიმუმ 25 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს და არანაკლებ 7.5 დოლარის ლარის ინვესტიციას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ უზნაძის ქუჩაზე არქეოლოგიის ყოფილი ცენტრი 2019 წელს აუქციონის სახით გაიყიდა და კერძო მფლობელობაში გადავიდა.