ციდან დანახული იასამნები – ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია დრონით გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბაღი იასამნებით აყვავდა.
ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია, დრრონით გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს გაყვავებული იასამნების სანახავად, ბოტანიკურ ბაღს ესტუმრონ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ნაკვეთზე თავმოყრილია იასამნის 75 ჯიშის 600-მდე ინდივიდი.
კულტურაში არსებობს იასამნის მრავალი ჯიში, რომლებიც ხასიათდებიან ფერთა სიუხვით, ყვავილების ძლიერი და ნაზი არომატით, სიდიდითა და სისავსით (ბუთხუზიანობით), უხვი ყვავილობით. იასამნის გვარის კულტივარების საერთაშორისო რეესტრში 1350-მდე ჯიშია წარმოდგენილი.
იასამნის ბაღური ფორმები ძირითადად შექმნილია უცხოელი სელექციონერების – ვიქტორ და ემილ ლემუანების (საფრანგეთი), იზაბელა პრესტონის (ჩრდილოეთ ამერიკა), ტ. ჰავემეიერის (აშშ), ლუდვიგ შპეტის (გერმანია), ფლორინ სტეპმანის (ბელგია) და სხვათა მიერ. აღნიშვნის ღირსია ცნობილი რუსი ორიგინატორ-მოყვარული ლეონიდ კოლესნიკოვი, რომელმაც გამოიყვანა 300-ზე მეტი ჯიში.