კალაძე-მე და ჩემს მოადგილეებს, რომ მოგვიწიოს მუშაობა იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირი გაიხსნება
რატომ არავინ საუბრობს რა მდგომარეობაში იყო წერეთლის გამზირი? მოსახლეობა ჟანგიან წყალს რომ იღებდა? - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ირგვლივ არსებულ კითხვებს.
წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართულ კონტრაქტორებს გუშინ ხელშეკრულებები შეუწყვიტეს. აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა დედაქალაქის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული არ შეაფერხებს პროექტის სრულყოფილად დასრულებას. გამოხმაურებებს, კი ხელმოცარულების და ხანდაზმული პარტიების ისტერია უწოდა.
“„წერეთლის გამზირზე სამუშაოები ძალიან მასშტაბურია, გვინდა ფუნდამენტური ცვლილებები განვახორციელოთ ყველა იმ პროექტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით შევდივართ. დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების შესრულება. სამუშაოების პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, რაც არახალია. კომპანიები ხშირად ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, რომლებიც დაკისრებული აქვთ.
ამჯერადაც ასეთი შემთხვევა იყო და მოგვიწია დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგეს. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს მათ ვადის გადაწევასთან დაკავშირებით და ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუმცა ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათთან გავწყვიტოთ ხელშეკრულება. ახალი კომპანიები შერჩეულია და ხელშეკრულებები გაფორმებული. მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩემს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს – ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დედაქალაქის მერიამ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მომუშავე კონტრაქტორებს ხელშეკრულებები შეუწყვიტა.