“ჰილტონი” ბორჯომში – ყოფილი სასტუმრო „თბილისის” შენობაში, საერთაშორისო ბრენდი აპირებს შესვლას

"სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების ხედვის საბოლოო ვარიანტი წარადგინა, რომელშიც ბორჯომის განვითარებისთვის 5 სტარტეგიული მიზანია წარმოდგენილი.

“ჰილტონი” ბორჯომში –  ყოფილი სასტუმრო „თბილისის” შენობაში, საერთაშორისო ბრენდი აპირებს შესვლას

დოკუმენტში ვკითხულობთ: ” საპროექტო ჯგუფთან შეხვედრის დროს მერიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბორჯომში ყოფილი სასტუმრო „თბილისის” შენობაში, საერთაშორისო ბრენდი „ჰილტონი“ აპირებს შემოსვლას. დოკუმენტის მიხედვით, „ჰილტონმა“ პირველადი მოსაზრების ფარგლებში ბორჯომის მერიის სამსახურებს „ესკიზური პროექტი“ წარუდგინა.

სხვა დამატებითი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა აღნიშნული პროცესის დაწყებამ და მოსალოდნელმა განხორციელებამ შესაძლოა საკმაოდ კარგი ბიძგი მისცეს მსგავსი ღონისძიებების წახალისებას ქალაქის საზღვრებში“ – ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშის თანახმად, ბორჯომში ამჟამად 125 სასტუმრო ფუნქციონირებს. კულტურული ობიექტების რაოდენობა ოთხს შეადგენს, ხოლო რეკრეაციული სივრცეების 52-ს. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომი მდიდარია მრავალფეროვანი მწვანე საფარით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქალაქი მწვანე მიმართულებით ფრაგმენტულად ვითარდება.