თბილისში ახალი სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Riverview იხსნება

თანამედროვე ტიპის 160-ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს.

თანამედროვე ტიპის 160-ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს. Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. სტუმრებისთვის იმუშავებს რესტორანი Together & Co, სადაც მათ საუზმით, სადილითა და ვახშმით გაუმასპინძლდებიან. ასევე სტუმრებისთვის იმუშავებს ფიტნეს-ცენტრი.
საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის გამოყოფილია სამი საკონფერენციო დარბაზი.
სასტუმროში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შინაურ ცხოველებთან ერთად ესტუმრონ, როგორც ადმინისტრაცია იტყობინება ამისთვის ინფრასტრუქტურა შესაბამისი დახვდებათ.