საგურამოში პირველი ამერიკული ტიპის დასახლება – Hillside Estate შენდება
საგურამოსთან ახლოს, ახალი, ამერიკული ტიპის პრემიუმ კლასის დასახლება - Hillside Estate შენდება. 14 ჰექტარი ტერიტორია 90 მიწის ნაკვეთად დაიყოფა და ამდენივე სახლი აშენდება. თითოეულ ნაკვეთს, განიერი, მწვანე გაზონით მოწყობილი წინა ეზო და ტროტუარი ექნება. ადგილზე სარეკრეაციო სივრცეები და მოედნები მოეწყობა.
დასახლებას ერთი მხრიდან თბილისის ეროვნული პარკი, მეორე მხრიდან კი მდინარე თეზამი ესაზღვრება. Საცხოვრებელ კომპლექსში მიწის ნაკვეთის ფართობი 850 კვადრატული მეტრიდან იწყება.
საცხოვრებელ კომპლექსში ვიდეო კამერები განლაგდება, დაცვის სამსახური კი მობინადრეთა უსაფრთოებაზე 24 საათის განმავლობაში იზრუნებს. თბილისთან ახლოს პირველი ამერიკული ტიპის, პრემიუმ კლასის დასახლების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.