თბილისის სხვადასხვა რაიონში, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით რამდენიმე რაიონში, მოსული ნალექის გამო, ტექნიკური მარილის დაყრა გახდა საჭირო, თუმცა უწყების ცნობით გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა.

თბილისის სხვადასხვა რაიონში, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

“ტექნიკური მარილი დაიყარა შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებზე: წყნეთი, ბეთანია, ოქროყანა, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, მახათას აღმართი და მიმდებარე ტერიტორია, კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მნათობის, ცაიშის ქუჩები, ვაზისუბნის მიკრორაიონები, ნიაბისა და მუჯირიშვილის ქუჩები, მეტრომშენის დასახლებისა და მახათას დამაკავშირებელი გზა, ვარკეთილი, ზემო ფონიჭალა, კახეთის გზატკეცილი, სოფელი დიდი ლილო.” – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.