როგორ დაიყოფა გზა წერეთლის გამზირზე და სად განთავდება ე.წ. ბას ლაინი?
წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი გზის შუაში განთავსდება, მეორე მონაკვეთზე კი - გამზირის კიდეებში.
მერიის ინფორმაციით, ავტობუსის ზოლი შუაში განთავსდება შალიკაშვილის ხიდიდან ევდოშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო ევდოშვილის ქუჩის კვეთიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამზირის კიდეებში იმოძრავებს.
აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი გზის შუაში განთავსდება, მეორე მონაკვეთზე კი ე.წ. ბასლაინი გამზირის კიდეებში მოეწყობა.