მეტეხის გვირაბში კედელი ჩამოიშალა-დედაქალაქის მერია განმარტებას ავრცელებს
ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, აჩვენებს გვირაბში კედლის დაზიანებულ და ჩამოშლილ ნაწილს.
ბუნებრივია, მეტეხის გვირაბში გავრცელებულ ფოტოს მოსახლეობის შეშფოთება მოჰყვა, თუმცა დედაქალაქის მერია ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩამოშლილი კედელი საფრთხეს არ წარმოადგენს.
“გავრცელებული ინფორმაცია, არ წარმოადგენს სიმართლეს – მეტეხის გვირაბში არსებული კედელი არ ჩამოშლილა. ჩამოიშალა კედლია ნალესი, რაც არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. გვირაბი უკვე გაწმენდილია და ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.