საქართველოში უძრავი ქონების ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ გაიმართება
უძრავი ქონების კონფერენცია უკვე მესამედ გაიმართება.
უძრავი ქონების მუდმივად წარმატებისთვის გადამწყვეტია ინფორმაციის გაცვლა და გლობალური ტენდენციების ცოდნა ასეთია ღონისძიების მიზანი, რომელიც ბათუმში 31 მაისს გაიმართება.
წელს ,,გრემოს’’ ფარგლებში წარდმოგენილი იქნება როგორც პრეზენტაციები, ასევე პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები, ბიზნეს ურთიერთობების დამყარება თუ გაღრმავებისთვის. კონფერენციას 10+ მომხსენებელი (როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან) და 70-მდე დეველოპერული/სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ “გრემო’’ ყოველწლიურად აერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, დარგის პროფესიონალებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაპლატფორმა ცოდნის გაზიარებისთვის, საქმიანი კავშირების დამყარებისთვისა და უძრავი ქონების სექტორის განვითარებისთვის.