გორგასლის ქუჩაზე პარკის მოწყობას 360-წლიანმა ხეებმა შეუშალა ხელი
თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ სამშენებლო სამუშაოებმა შეიძლება, ამ ქუჩის გასწვრივ მდებარე 360-წლიანი ხეების გადაშენების საფრთხე შექმნას. თუმცა მერმა პირობა დადო, რომ გამყოფი ზოლი გორგასლის ქუჩაზე მთლიანად შეკეთდება.
გეგმის მიხედვით, გორგასლის ქუჩა კრწანისის რაიონში მთლიანად უნდა აღდგეს. იგეგმებოდა აბანოთუბანი-ბაგრატიონის ძეგლის მონაკვეთზე საავტომობილო გზის მიწისქვეშ გადატანა, გვირაბების გაყვანა, ხოლო ზევით – რეკრეაციული სივრცის მოწყობა.
კვლევამ აჩვენა, რომ შესაბამისი გამავლობის საგზაო გვირაბების გაყვანა, ხნიერი ჭადრების დაზიანებასა და გზის შევიწროებას გამოიწვევს.