გმირთა მოედანზე ცათამბჯენის პროექტი 65-დან 52 სართულამდე შემცირდა
პროექტორებმა გეგმა შესაბამის სამსახურს ხელახლა 6 ივნისს წარუდგინეს.
განახლებული დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ-ერთი რა მიმართულებითაც კომპანიას პროექტში ცვლილებები აქვს შეტანილი, ცათამბჯენების სართულიანობაა. თუ თავდაპირველი პროექტით ადგილზე მაქსიმუმ 65 სართულიანი ცათამბრჯენების მშენებლობა იყო გეგმაში, დღეს მაქსიმალური სართულიანობა 13 სართულით, 52-მდე არის შემცირებული.
კომპანია ამ შეთხვევაშიც ითხოვს არსებული ფუნქციური ზონის (რეკრეაციული ზონა 2) ცვლილებას. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, არსებული რეკრეაციული ზონა 2 ჩანაცვლდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით (სსზ-2).
ტერიტორიაზე ამჯერადაც არის მოთხოვნილი სპეციალური ზონალური გავრცელება, რომლის მიხედვითაც დამკვეთი საგამონაკლისო სახით საცხოვრებელი ფუნქციის k2 კოეფიციენტის 50%-იან მატებასა ითხოვს. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ნამატი 50%-ის 4% მუნიციპალიტეტს ან თანხის სახით, ან თეთრი კარკასის მდგომარებით გადაეცემა.
ამასთან, კონკრეტულად ლაგუნა ვერეს ტერიტორიასა და აუზთან მიმართებით ახლად ატვირთულ ინფორმაციაში მნიშნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება. თუმცა ძველსა და ახალ რენდერებს შორის განსხვავება ჩანს – ახალ რენდერებზე რეაბილიტირებული აუზია წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ ტრანსპორტისა და ურბანულმა სააგენტომ მარტში პროექტი დაახარვეზა, რასაც პირვანდელი გრგ-ს განხილვის შეჩერება და საქმის დახურვა მოჰყვა.