გმირთა მოედანზე ორი ცათამბჯენი აშენდება-თბილისის საკრებულომ პროექტი დაამტკიცა

მასშტაბური პროექტი, რომლის აშენების საკითხი დიდი ხანია განიხილება მერიასა თუ საკრებულოში. პროექტი, რომელიც გმირთა მოედანზე უნდა განხორცილდეს ორ ცათამბჯენს გულისხმობს. დღეს საკრებულომ პროექტი დაამტკიცა, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი საკრებულოს გადაწყვეტილებას არ იწონებს და მიიჩნევენ, რომ ეს დედაქალაქის მთავარ კვანძს დიდ პრობლემებს შეუქმნის რომ აღარაფერი ვთქვათ მის ადგილ მდებარეობაზე. დამტკიცებული პროექტი მშენებლობის ნებართვის მისაღებად საკითხი მერიაში დაბრუნდება.

გმირთა მოედანზე ორი ცათამბჯენი აშენდება-თბილისის საკრებულომ პროექტი დაამტკიცა

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი არქიტექტურული პროექტის მიხედვით, ცათამბჯენის სიმაღლე 65 სართული უნდა ყოფილიყო, რაზეც შესაბამისი სამსახურის მიერ უარყოფითი დასკვნა გაიცა, რის შემდეგაც კომპანიამ განახლებული პროექტი წარადგინა, სადაც ცათამბჯენის სიმაღლე 52 სართულამდე შემცირდა. ამასთან, კომპანია ითხოვდა შეცვლილი აღნიშნული მიწის ფუნქციური სტატუსი, რაც ამჟამად “რეკრეაციული ზონა 2”-ია. დამკვეთი საგამონაკლისო სახით საცხოვრებელი ფუნქციის k2 კოეფიციენტის 50%-იან მატებასა ითხოვს. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ნამატი 50%-ის 4% მუნიციპალიტეტს ან თანხის სახით, ან თეთრი კარკასის მდგომარეობით გადაეცემა.