გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია ზღვისპირა ქალაქში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო ბუმი
„განახლებული რეგიონები” - ოთხ წელზე გათვლილი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რეგიონების განახლებას ისახავს მიზნად.
„განახლებული რეგიონები” - ოთხ წელზე გათვლილი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რეგიონების განახლებას ისახავს მიზნად. პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2021 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პროგრამის წყალობით, 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღდგენა, რეკრეაციული სივრცეებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა განხორციელდებოდა.
პროცესი წარმატებით გაგრძელდა. ამ წლების განმავლობაში მრავალი პროექტი განხორციელდა. „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო 100-მდე პარკი და სკვერი; 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყო ახალი რეკრეაციული სივრცეები; განახლდა 730-ზე მეტი შენობა; აშენდა 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში. ერთ-ერთი კი, ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია გახლავთ.
ზღვისპირა ქალაქის ახალი ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, 1 კმ სიგრძის გმირთა ხეივანი, მაღალი ინტენსივობის განაშენიანების გამყოფი სივრცეა, რომელიც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში და ფაქტობრივად, უფუნქციო იყო. მისი რეაბილიტაციის პროექტი, სივრცის განვითარებასა და ფუნქციურ დატვირთვას ითვალისწინებდა. პროექტის განვითარება, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ჟიული შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობა 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა 2024 წლის 20 აპრილამდე გადაიწია. პარალელურად, 1,5 მილიონი ლარით გაიზარდა პროექტის ღირებულებაც.
ამჟამად, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ახორციელებს.
გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების დეკორატიული ლამპიონები, შადრევნები და ველო სადგომები.
ხეივანში განთავსდა დეკორატიული საყვავილეები, ინსტალაციები, სკამები, ურნები და თანამედროვე ტიპის, ელექტრო მოწყობილობების დამტენებით აღჭურვილი, მოსასვენებელი გადახურული სივრცეები, განახლდა დენდროლოგია, რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისად შერჩეული, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეებითა და ყვავილებით. დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. ხიდებზე მოეწყობა პანდუსის ტიპის სავალი ნაწილები, დეკორატიული ელემენტებითა და მრავალფუნქციური განათებებით, ხიდებზე კი განთავსდება ლიფტები. ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედით მოსარგებლეთათვის გათვალისწინებული სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს, როგორც სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის, ისე ბულვარის კავშირს სანაპიროსთან.
რეაბილიტაციასთან ერთად, ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩის მასიური განაშენიანება მიმდინარეობს. უამრავი სამშენებლო კომპლესი უკვე დასრულებულია და ბინები ამოყიდული. მხოლოდ მეორად ბაზარზე თუ შეხვდებით რამდენიმე ბინას, დანარჩენი კი მიმდინარე მშენებლობაა, რომელიც დასასრულებელია, ხოლო ნაწილის ფასი ჯერ კიდევ დაუდგენელია.
AVENUE by ORBI – ბათუმის ტურისტულ ცენტრში, გმირთა ხეივანზე მდებარეობს. “ორბი ჯგუფი”-ს პროექტი შედგება ერთი შენობისაგან, რომელიც 32-სართულიანია.
საცხოვრებელი აპარტამენტების გარდა კომპლექსში იქნება: სავაჭრო ფართი, ტერასები ქალაქის ხედებით, მრავალდონიანი პარკინგი, ფიტნეს ცენტრი, კაფეები და რესტორნები მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნული სამზარეულოთი, ლაუნჯ ბარები, აუზი, სპა ცენტრი, ბავშვთა მოედნები.
საცხოვრებელ კომპლექსში ხელმისაწვდომია ბინები 26-დან 73 კვ.მ.-მდე, სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. ზღვის ხედით შეთავაზებები ოდნავ უფრო მაღალ ფასშია, ვიდრე მთების მხარე. უმეტესწილად ბინების გეგმარება შექმნილია სტუდიოს სახით, ასევე ხელმისაწვდომია სამზარეულო-მისაღები ოთახითა და 2-3 ცალკე საძინებელით. აივნები გათვალისწინებულია ყველა ტიპის განლაგებაში, თუმცა ზოგიერთ ბინაში ისინი საკმაოდ ფართოა. კვ.მ-ის ფასი $825-დან იწყება.
საცხოვრებელი კომპლექსი Calligraphy Towers – პრემიუმ კლასის მრავალსართულიანი მშენებარე კომპლექსია. კომპლექსი ბათუმში შენდება ახალი ბულვარის სიახლოვეს, ჟიული შარტავას ქ. 18-ში.
საცხოვრებელი კომპლექსი Calligraphy Towers – 35-დან 45 სართულამდე სამი კორპუსისა და 3-სართულიანი პლატფორმისგან შემდგარი ნაგებობაა. მშენებარე კომპლექსის 3-სართულიან პლატფორმაზე მოეწყობა დასასვენებელი და სამუშაო ზონა: Piano & Lounge Bar, კინოთეატრი – Calligraph Cinema, საკონფერენციო დარბაზი, Meeting Room, Coworkin, ადგილობრივი, აზიური და ევროპული სამზარეულოს რესტორნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი.
კომპლექსში ასევე მოეწყობა სარეკრეაციო ზონა, მინი საფეხბურთო მოედანი და სხვა სპორტული თამაშების მოედნები, დასასვენებელი პარკი, ტენისის კორტი, SPA-ცენტრი, მე-40 სართულზე განლაგებული ბარი Diamond Sky Area, ღია და დახურული აუზები და ბავშვთა განვითარების ცენტრი Global International School.
კომპლექსში შესაძლებელია 1 ან 2 ოთახიანი აპარტამენტების შეძენა. აგრეთვე იყიდება სტუდიოს ტიპის 29 კვ.მ-ის ბინები. ჭერის სიმაღლე – 2,8 მეტრია. ღირებულებაში შედის აპარტამენტი თეთრი კარკასის მდგომარეობით, ენერგოეფექტური მინაპაკეტის მეტალოპლასტმასის ფანჯრებით. მონტაჟდება სისტემა “ჭკვიანი სახლი“. კვ.მ-ის ღირებულება კი $1 000-დან იწყება.
Accent – ახალი სასტუმროს ტიპის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, მოიცავს 26-დან 30 სართულამდე სიმაღლის ორ კორპუსს, რომლებიც გაერთიანებულია. პროექტი შენდება ბათუმში, გმირთა ხეივანზე, ჟიული შარტავას გამზ. N30-ში, რომლის დასრულების ვადად 2024 წელია განსაზღვრული.
საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია: ლობი, კონსიერჟი, სამი ლიფტი (სამგზავრო და სატვირთო), მარავლფუნქციური სავაჭრო ცენტრი, 300 მანქანაზე გათვლილი შიდა და გარე ავტოსადგომი, კომპლექსის მოვლა-პატრონობა, დასუფთავება, ბინის გაქირავების სერვისი, დაცვა და ვიდეომეთვალყურეობა 24/7-ზე.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ბინა ერთ ან სამ ოთახიანი განლაგებით, ასევე ხელმისაწვდომია კომპაქტური სტუდიები. საცხოვრებელი ფართი 26-დან 92 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს.
ბინების ფართი 26,6 კვ/მეტრიდან იწყება. ბარდება როგორც შავი, ასევე თეთრი კარკასითა და სრული რემონტით. ხელმისაწვდომია ბინის შეძენა ერთ ან სამ ოთახიანი განლაგებით, ასევე ხელმისაწვდომია კომპაქტური სტუდიოები. კვ.მ-ის ღირებულება კი $1 120-დან იწყება.
Oval – ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც გმირთა ხეივნის, მოცეკვავე შადრევნებისა და იუსტიციის სახლის გვერდით, ჟიული შარტავას ქ. N9-ში მდებარეობს. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი წარმოადგენს 34-სართულიან შენობას.
საცხოვრებელი კომპლექსი თავის მაცხოვრებლებს სთავაზობს ინფრასტრუქტურის ფართო სპექტრს. კომპლექსში არის სავაჭრო ცენტრი, რესტორნები, კაფეები, გარე აუზი, ფიტნეს ცენტრი, კინოთეატრი, გასართობი ცენტრი, ფიტნეს დარბაზი, ღვინის ბიბლიოთეკა, სპა კომპლექსი და ლაუნჯ ფართი. გარდა ამისა, შენობის ნაწილს იკავებს საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, კომფორტული ნომრებით.
მომსახურების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მუშაობს კონსიერჟი და მმართველი კომპანია. მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია ლანდშაფტური დიზაინის ელემენტების გამოყენებით. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს 100 მანქანაზე გათვლილ მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობას.
523 ბინისგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსი, თავის მომხმარებელს სხვადასხვა ფართის და განლაგების მდიდრული რეზიდენციების ფართო არჩევანს სთავაზობს. ახალ კორპუსში შესაძლებელია 1-ოთახიანი ბინებისა და სტუდიები 30,5-დან 72,7 კვ.მ-მდე შეძენა. აქ კვ.მ-ის ფასი $1 950-დან იწყება.
და ბოლოს, West Towers by Metro – ეს არის ახალი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს ბათუმის შუაგულში, სანაპიროდან 150 მეტრში, შარტავას გამზირი / გორგილაძის ქ. ახალი კომპლექსი განთავსდება ბათუმის იუსტიციის სახლთან, არდაგანის ტბასთან, მოცეკვავე შადრევნებთან, გმირთა ხეივანთან და ახალი ფეხბურთის სტადიონთან ახლოს.
კომპლექსი შედგება 2 ცათამბჯენისგან, საერთო დამუშავებული ფართობით 1075 კვადრატული მეტრი. როგორც პროექტიდან ხდება ცნობილი, 72-სართულიანი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი იქნება ყველაზე მაღალი შენობა ბათუმსა და კავკასიაში და მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, ბიზნეს ცენტრსა და სავაჭრო ცენტრს. პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლომდე იგეგმება.
პროექტის მიხედვით, ორი კორპუსისგან შემდგარი კომპლექსი 1440 აპარტამენტს მოიცავს. კვ.მ-ის საწყისი ფასი კი $2000-ია.