თბილისში, გლდანის რაიონს ახალი მწვანე სივრცე შეემატა – სამუშაოები 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე

გლდანში, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაითესა ბალახი და დაირგო ხე მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

თბილისში, გლდანის რაიონს ახალი მწვანე სივრცე შეემატა – სამუშაოები 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე

სამუშაოები 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 575 421 ლარი დაიხარჯა.