გლდანში, ძველ კორპუსში რამდენიმე ავარიული ლიფტი ახალით ჩანაცვლდა

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამა" ასე ჰქვია, პროექტს, რომლის ფარგლებშიც ავარიული ლიფტები ახალით ჩანაცვლდა.

გლდანში, ძველ კორპუსში რამდენიმე ავარიული ლიფტი ახალით ჩანაცვლდა
გლდანში, ძველ კორპუსში რამდენიმე ავარიული ლიფტი ახალით ჩანაცვლდა
გლდანში, ძველ კორპუსში რამდენიმე ავარიული ლიფტი ახალით ჩანაცვლდა

ინფორმაციას პროგრამის შესახებ, გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. მათივე ცნობით ამ ეტაპზე რაბილიტაცია ჩაუტარდა 31 ავარიულ ლიფტს, ხოლო სამუშაოები კიდევ 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის ამ ეტაპზე ლიფტების რეაბილიტაციისთვის ჯამში, 1 273 400 ლარი დაიხარჯა.

საგულისხმოა, რომ ავარიული ლიფტის პრობლემა დედაქალაქის, თითქმის ყველა უბნის ძველ საცხოვრებელ კორპუსებშია, რიგ შემთხვევებში მოსახლეობა თავად ზრუნავს ტრანსპორტის გამართვასა და უსაფრთხოებაზე.