გლდანში გამსკდარმა წყლის მილმა მთელი სადარბაზო და ეზო დატბორა

თბილისში, გლდანის მე-8 მიკროში, პირველ სადარბაზოში წყლის მთავარი მილი გასკდა. წყალმა მთელი დღის მანძილზე იდინა, რის გამოც დაიტბორა სადარბაზო და ეზოს ნაწილი.

გლდანში გამსკდარმა წყლის მილმა მთელი სადარბაზო და ეზო დატბორა

როგორც ადგილობრივები წერდნენ, “ჯირჯიან ვოთერ ენდ ფაუერში” მთელი დღე უშედეგოდ რეკავდნენ. წყალმა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი დატბორა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კი, სოციალურ ქსელში ჯგუფმა “ქალაქის პრობლემები” გაავრცელა.