გლდანში, კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო – ახალი მწვანე სივრცე “ა” მიკროში მოეწყობა

გლდანის “ა” მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან, 12000 კვ.მ. ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ინფორმაციას ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესახებ, დედაქალაქის პრესსამსახური ავრცელებს.

გლდანში, კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო – ახალი მწვანე სივრცე “ა” მიკროში მოეწყობა

„პროექტით გათვალისწინებულია არსებული სივრცის სრულად
მოწესრიგება. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი
სისტემა. მოეწყობა განათება, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ზონები,
ფიტნეს ზონა, დასასვენებელი პავილიონები, საკალათბურთო და
საფეხბურთო მოედნები. საბოლოო ჯამში, ეს სივრცე ადგილობრივებს
დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა
კახა კალაძემ.